იაგო ხვიჩია: ოპოზიციას იდეა არ აქვს და იდეის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მთავარი სტრატეგია იქნება არა „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის დაპირისპირების აყოლა, არამედ იმის მცდელობა, რომ ადამიანების პრობლემებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

„ასე ვერ ვიფიქრებდით შარლ მიშელის შეთანხმებიდან ხელისუფლების გასვლას, ოპოზიციის პარლამენტში ხან შესვლას, ხან გამოსვლას. ჩემზე აღარ მუშაობს დამოკიდებულება, რომ კაი კაცია და მის გვერდით დადექი, ამ პროცესში საჭიროა იდეა. იდეა ოპოზიციას არ აქვს და მის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ქვეყანაში დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, რაც გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...