იაგო ხვიჩია ნიკა მელიაზე: გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები

“გირჩის” წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია პატიმრობიდან გათავისუფლებულ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან შეხვედრას და ძველი უხერხული სიტუაციების გარკვევას აპირებს.

„ზოგადად, ვინც ჩვენთან სალაპარაკოდ მოდის, ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და არავის არ გავურბივართ. პირიქით, მივესალმებით, ყავას დავალევინებთ, დიდხანს ვისაუბრებთ, დანარჩენი, ალიანსი, კოალიცია, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. იცით, რომ საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა და რა სალაპარაკოც გვქონდა, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...