იაგო ხვიჩია: ნიკა მელია ჩემთან არაა მართალი, შემიძლია მამამისთან მივიდე და მოვუყვე, რატომ ვარ მართალი (ვიდეო)

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “გირჩის” ერთ -ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მასთან მიმართებაში არ არის მართალი.

“გაბრაზება მოსულა, რომ არ გაბრაზებულიყო, ნიკა მელიაზე წარმოდგენას დავკარგავდი. ამიტომ ვაფასებ, მაგრამ ჩემთან არ არის მართალი! ამის შესახებ მე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო. მათ შორის, მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია, სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემაში “360 გრადუსი”.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იაგო ხვიჩიამ  განაცხადა: ნიკა მელიას არ ეტყობა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას. როგორც ხვიჩია ამბობს, ამის მერე მას ნიკა მელიამ დაურეკა და მძიმე საუბარი ჰქონდათ. – მომეჩვენა, რომ მელია დამემუქრა, თუ ასეა იარაღის ტარებას ვითხოვ, რადგან ფიზიკურად მომერევა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად