იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ მელია დამემუქრა, თუ ასეა იარაღის ტარებას ვითხოვ, რადგან ფიზიკურად მომერევა

მომეჩვენა, რომ მელია დამემუქრა, თუ ასეა იარაღის ტარებას ვითხოვ, რადგან ფიზიკურად მომერევა, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ნიკა მელიამ დღეს დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა. მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო – მართლა მემუქრება ნიკა მელია თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი? ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე ვარ პარლამენტის წევრი და იარაღის ტარება შემიძლია. მე თუ მართლა მემუქრება მელია და ამას დავადასტურებ თქვენი ეთერის საშუალებით, უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს თუ ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს, რომ თავი დავიცვა. მურუსიძის სასამართლოს იმედად ხომ არ ვიქნები და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ პარტნიორს? მე ასეთი ადამიანი არ ვარ. მინდა გავრკვიო დებატებით მემუქრებოდა თუ ჩემზე დიდი რომ არის იმით?” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა: ნიკა მელიას არ ეტყობა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას. როგორც ხვიჩია ამბობს, ამის მერე მას ნიკა მელიამ დაურეკა და მძიმე საუბარი ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად