იაგო ხვიჩია: მინდა ნიკა მელიამ საჯაროდ თქვას, მემუქრებოდა თუ არ მემუქრებოდა

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მოუწოდებს საჯაროდ თქვას ემუქრებოდა თუ არა.

“ჩემს კრიტიკას “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მოჰყვა, რომელს არ ვიცი, ბევრგან გავაკრიტიკე “ნაციონალური მოძრაობა”, ზოგადად მე და ნიკას არ გვქონია ცუდი ურთიერთობა, პატივისცემით ვეპყრობოდით ერთმანეთს, ეს ტელევიზიაშიც ჩანდა. ამიტომ, მე უცნაურად მომეჩვენა ნიკა მელიას განერვიულებული საუბარი, რომელიც არ იყო ჩემი აზრით სათანადო. რომელშიც თუ  მოინდომებდი დაინახავდი, რომ შესაძლოა ეს მუქარას შეიცავდეს, რაღაცნაირს. ამიტომ, მე მინდა რომ ეს ეჭვები გამოირიცხოს, რომ ჩვენ ერთმანეთს დაძაბული არ შევხვდეთ ცუდი ურთიერთობით და მე მინდა ბატონმა ნიკამ საჯაროდ თქვას, მემუქრებოდა თუ არ მემუქრებოდა. თუ მემუქრებოდა რითი მემუქრებოდა. შეიძლება ეს იყოს საჯარო საუბარი, მე ნებისმიერი საჯარო საუბრისთვის მზად ვარ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ “კურიერთან”.

შეგახსენებთ იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერთან” განაცხადა: ნიკა მელიას არ ეტყობა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას.     მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ამის მერე მას ნიკა მელიამ დაურეკა და მძიმე საუბარი ჰქონდათ. მომეჩვენა, რომ მელია დამემუქრა, თუ ასეა იარაღის ტარებას ვითხოვ, რადგან ფიზიკურად მომერევა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად