იაგო ხვიჩია: მიმძაფრდება ეჭვი, რომ „ნაცმოძრაობა“ „ოცნებისგან“ ფინანსდება

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პროცესები ეჭვს უჩენს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებიდან” ფინანსდება, – ეს განცხადება მან “კურიერთან” გააკეთა.

“ამ ხალხს არც შერიგება უნდოდა და არც არაფერზე ხელის მოწერა, თავის დროზე ძალით მოაწერინეს და ახლა მოახერხეს და ყველაფრის და ყველას მომდურების ფასად აქედან გამოვიდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” იქცევა “ქართული ოცნების” თანამოაზრესავით და მე ეს მიმძაფრებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება საბოლოო ჯამში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
იტვირთება...