იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა დარჩეს ქუჩაში, სადაც ყველაზე ძლიერი გადარჩება

“ოპოზიციაში არსებობს ხალხი, რომლებსაც არც ერთ ვარიანტში არ უნდა შერიგება. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს “ნაციონალური მოძრობა”, რომელსაც არსებული 5%-იანი ბარიერი აწყობს.

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

ეს დაბალპროცენტიანი ბარიერი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ამ პარტიას ასუსტებს. ოთხი წლის თავზე “ნაციონალური მოძრაობა”, ბევრად სუსტი იქნება, რადგან პატარ-პატარა პარტიები ამას გამოეყოფა. “ნაციონალური მოძრაობისგან” ამის ახსნა იქნება საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ იცით რა, ჩვენ გვინდა ისევ ერთპიროვნულად მოვიყვანოთ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში და თუ ეს გიმტკიცდება, რომ შენ ამას ჩალიჩობ, აგებ უკვე.

იმ პროცესში, რაშიც ახლა ჩვენ შევდივართ და რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი ემზადება, რომ პოლიტიკოსები არ გვჭირდება, ავტორიტეტი რაც არის, ამის საჭიროება ნაკლებად დგას. ახლა დგას კომფორტული პირდაპირი მმართველობის საჭიროება და ამისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ იდგეს ქუჩაში და ასევე, ყველა დარჩეს ქუჩაში, სადაც ყველაზე ძლიერი გადარჩება,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...