იაგო ხვიჩია: მელია ელისაშვილს რომ ეუბნება პარლამენტიდან გამოგათრევო, ნუთუ ეს ნორმალურია?

მელია ელისაშვილს რომ ეუბნება პარლამენტიდან გამოგათრევო, ნუთუ ეს ნორმალურია? – ასე ეხმაურება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც “მოქალაქეების” თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის შესახებ ისაუბრა.

“ადამიანს რომელიც გგულშემატკივრობს და გთავაზობს, რომ შენს გირაოს ის გადაიხდის, შეიძლება თავაზიანად უთხრა უარი და მადლობა გადაუხადო, მაგრამ პარლამენტიდან ჩემი ხელით გამოგათრევო რო ეუბნები, ნუთუ ეს ნორმალურია?” – წერს იაგო ხვიჩია, რომელიც თან ნიკა მელიას იმ ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ის ალეკო ელისაშვილზე საუბრობს.

ელისაშვილმა დღეს თქვა, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი ხელფასი გადარიცხოს. ამის საპასუხოდ მელიამ ელისაშვილის მისამართით განაცხადა:

“ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, ეხლა მაგ პარლამენტში იცოდე. ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან, აი აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო… რა შენი ხელფასიდან გადამიხდი”, – თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...