იაგო ხვიჩია: მე მგონი, მხოლოდ “გირჩი” იგულისხმება კონსტრუქციულ ოპოზიციაში

მე მგონი, მხოლოდ “გირჩი” იგულისხმება კონსტრუქციულ ოპოზიციაში, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ჩემი აზრით, პრობლემა სხვაგან არის. პრობლემა დამოკიდებულებაშია და არა იმაში, რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევას ვარჩევდეთ. ეუბნებიან, რომ მოდით ჯერ თქვენ ჩაგვბარდით, ციხეში ჩაჯექით და მერე გავაგრძელოთ კონსტრუქციული საუბარი. თქვენ ხართ რევოლუციონერები და ციხეში უნდა იჯდეთ და ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამას აკავებს. ხელისუფლების თვალით ასე ჩანს პოლიტიკური სპექტრი. სინამდვილეში ძირითადად ეს “ნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ შეაზილეს ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც იმ ოფისშია მოგროვილი.

ამის საპასუხოდ ვიმსმენთ იმას, რასაც ცოტა ხნის წინ თქვენ ეთერში თიკა ბოკუჩავა საუბრობდა, რომ პრემიერი კლოუნია და უზურპატორები არიან და ესენი პირველივე შესაძლებლობაზე მშვიდობიანი რევოლუციის გზით უნდა ჩამოვაცილოთ ხელისფლებასო. ამის შედეგია ის, რომ ნიკა მელიას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

ორივე მხარე საუბრობდა შეთანხმებაზე და ასე ცხოვრობენ 9 წელია, მაგრამ შეთანხმება არცერთს არ უნდა. არცერთი მხარე არ საუბრობს იმაზე, რას დათმობს”, – ამბობს ხვიჩია.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა კონსტრუქციულ ოპოზიციაში “გირჩი”? – იაგო ხვიჩია ასე პასუხობს:

“მე მგონი, მხოლოდ “გირჩი” იგულისხმება კონსტრუქციულ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი არის” ნაციონალური მოძრაობის” ოფისში და “ქართული ოცნების” წარმოსახვაში. ისინი აზელილი არიან, ერთად მოიხსენიებიან. ფაქტია, რომ ის ხალხი, რომელიც ახლა ფიზიკურად ნიკა მელიას დასაცავად არიან, რაღაცით არის მოხსენიებული”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...