იაგო ხვიჩია: მე და რაქვიაშვილს სახინკლეზე ნიძლავი გვაქვს დადებული, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა…. ნათელაშვილიც…

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, პარტიის „კანონი და სამართალი” ლიდერი თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ.

ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა და განმარტა, რომ ამ თემაზე მას თავის თანაპარტიელ სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული.

„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე.

ზოგადად მგონია, რომ ყველა შევლენ. ხალხი, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. ისინი შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ჩვენზე წინ დასხდებიან პარლამენტში. ორ კვირაში ესენი პარლამენტში იჯდებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება და მოუწევთ იმ სიტყვებზე პასუხის გაცემა, რომლითაც “უშვერად ლანძღავდნენ საკუთარ კოლეგებს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...