იაგო ხვიჩია: „ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცეები ფიზიკურად არ „მოსულა“

“მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაედება”.

ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ თემას მნიშვნელოვნად აღიქვამს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ „მოსულა“.

„ადმინისტრაციულ კანონში ადამიანის უფლებების შემზღუდავი და სისტემის უფლების გამაფართოებელი კანონი შემოდის. პოლიციელის უფლებები ფართოვდება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოდის, რომ მოასწრო ამის ცვლილება, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ყველგან გამოვთქვი ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა. შემდეგ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ „დავთაგე“ და მოვუწოდე, რომ ეს კანონპროექტი შეეჩერებინა, რადგან შარლ მიშელის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო. თუმცა უტაქტოდ გამოვიდოდა მეკითხა, რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით – თქო. განწყობების სპეციალისტი მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია განვიხილო, რაღაც ქცევა ზოგადად ლოგიკასთან მიმართებით. ის თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცეები ფიზიკურად არ „მოსულა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, კანონში ცვლილებები მიდრეკილია იმისკენ, რომ ძალოვანი ადამიანების უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანების შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...