იაგო ხვიჩია: მაღელვებს პატიმრების ბედი და მჭირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა

“მაინტერესებს, მაღელვებს პატიმრების ბედი და მჭირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე, ამის წესების და პირობები მაინტერესებდა”.

ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ამასთან, “გირჩის” დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს და კახა კუჭავას პოზიცია მოისმინეს.

„პარლამენტის თავმჯდომარის გაცნობა მაინტერესებდა და რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მაინტერესებდა მისი მოსაზრება. მოსაზრებები გავცვალეთ. ვფიქრობ, საინტერესო და სასიამოვნო გაცნობითი შეხვედრა გვქონდა.

მაინტერესებდა პარლამენტის თავმჯდომარის ზოგადი განწყობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, პირველადი პოზიციების მოსინჯვა. მაგალითად, მაინტერესებს, მაღელვებს პატიმრების ბედი და მჭირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე, ამის წესების და პირობები მაინტერესებდა. ამასთან, არსებობს რამდენიმე კანონპროექტი, სადაც მაქვს ინტერესი და მაინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის აზრი. მაგალითად, ერთ-ერთი არის კანონპროექტი, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და ლობიზმის განხორციელებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...