იაგო ხვიჩია: „კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი პარლამენტის შენობაში – გვაწუხებს, შვიდი საკითხი და ვიბრძოლებთ ამ შენობაში

“კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში”.

ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის შემდეგ განუცხადა.

„კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში, ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ, ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ვესაუბროთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს, შვიდი საკითხი, რომელიც „გირჩს“ აწუხებს. იქნება მთავარი შვიდი საკითხი, რომელზეც „გირჩი“ იბრძოლებს ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც, როგორც მოუწევს იმის მიხედვით, ჩვენ ვიბრძოლებთ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც არის მითითებული „გირჩის გზაში“. ამავდროულად, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“გირჩის” ლიდერები ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

~
“გირჩის” ლიდერებმა შარლ მიშელის განახლებულ დოკუმეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს “ქართული ოცნება” ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება და ისინი გააგრძელებენ “იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შედიან“.

გასულ კვირაში „გირჩმა” დაანონსა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ მათი 7 – პუნქტიანი მოთხოვნებიდან მმართველი გუნდი რომელიმეს სრულად გაიზიარებს.

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...