იაგო ხვიჩია: ის შპს-ები, რომელიც TI-ის კვლევაში ჩემს ბიზნესებადაა ხსენებული მკვდარი და ფორმალურია

“პოლიტიკურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სულ 6 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს, საიდანაც ორი კანდიდატი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში: ბორის (ჩელე) ყურუა და ნიკა მოსიაშვილი.
დანარჩენი 4 კანდიდატი დაკავშირებულია 8 კომპანიასთან, პოლიტიკური შემოწირულობის სახით საკუთარი პარტიისთვის გაღებული აქვს 182,051 ლარი.

კვლევასთან დაკავშირებით “გირჩის” აზრის გასაგებად “აიპრესი” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, მისი თქმით, ის შპს-ები, რომლებიც კვლევაში მის ბიზნესად არის მოხსენიებული წლებია აღარ ფუნქციონირებს.

“ეს კვლევა ნამდვილად რეალურია, საჯარო რეესტრიდან არის ამოღებული, უბრალოდ ორივე მათგანი [ბიზნესები] ფორმალურია რაც ჩემზე წერია. განა არ არსებობს, უბრალოდ არ ფუნქციონირებს, მაქვს უფუქნციო შპს, რომელიც უნდა გავაუქმო. ქვეყნის კანონმდებლობაში შპს-ს ერთხელ რომ დაარეგისტრირებ და მერე დირექტორად დარეგისტრირდები, მის გაუქმებას ჯობია ფეხებზე გეკიდოს და ისე იყოს, ვიდრე მისი დახურვის ხათაბალაში შეხვიდე.

აქედან გამომდინარე, სრულიად ფორმალურია ეს ბიზნესები, არცერთი კაპიკი არ მიმიღია რაც მე პოლიტიკაში ვარ ამ შპს-ებიდან. ნეტა მიმეღო, მაგის წინააღმდეგი არ ვარ. ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ რაც პოლიტიკაში წავედი აღარ მიფუნქციონირებია. მე მათგან არცერთი კაპიკი არ მიმიღია და არც მომავალში არ მივიღებ.  უბრალოდ არ ფუნქციონირებს, მკვდარი ორგანიზაციებია.

-დანარჩენ კანდიდატებზე და მათზე რეგისტრირებულ ბიზნესებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

მაგალითად ვახო მეგრელიშვილის მეუღლეზე ზუსტად ვიცი, რომ შპს ფორმალურია. ოჯახს ვიცნობ , ვიცი რომ მაიას [მეგრელიშვილის მეუღლეს] ჰქონდა რაღაც ფირმა, რომელიც ბოლო 4-5 წელია აღარ ფუნქციონირებს.

-ანუ შემოსავალი არცერთს არ გაქვთ ამ შპს-ებიდან?

არა, ნეტა მქონდეს, შემოსავალს როგორ დავმალავდი?არ ფუნქციონირებს ეგ კომპანიები, ჩემს გარეშე არ უფუნქციონირებია. მე კიდე რაც პოლიტიკაში ვარ არ ვყოფილვარ მაგ ბიზნესში.

 

შეგახსენებთ, გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, იაგო ხვიჩია არის შპს „მანა ლეგალ კონსალტინგის“ დირექტორი და 20%-ის მფლობელი. ასევე ის ფლობს შპს „თბილისი ლიგალ კონსალტინგის“ 50%-ს და არის ამ კომპანიის დირექტორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად