იაგო ხვიჩია: იქნებ ფარული “გირჩიც” არის “ოცნების” დეპუტაციის ნაწილი, ჯერ გამოვავლენთ და ფრაქციაზე შემდეგ ვიფიქრებთ

მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თანამშრომლობას ყველასთან განივიხილავენ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე ჯერჯერობით არ ფიქრობენ.

“ვიდრე ფრაქციას მივხედავთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი – პარლამენტის ფუნქციონირებაში უნდა გავერკვეთ და გუნდი საპარლამენტო საქმიანობისთვის მოვამზადოთ. პარლამენტში არის 150 დეპუტატი, რომელთა უმრავლესობას არ ვიცნობთ. შესაბამისად, ჯერ ეს ხალხი უნდა გავიცნოთ, თუ წერტილები გამოიკვეთება, იქნებ, ფარული „გირჩიც“ არის „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ნაწილი, ჯერ გამოვავლენთ და ფრაქციაზე შემდეგ ვიფიქრებთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...