იაგო ხვიჩია: გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან

მე ვვაჭრობ “ქართულ ოცნებასთან”, ოღონდ სავაჭრო თემა არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“სამწუხაროდ ჩვენსა და “ქართულ ოცნებას” შორის კომუნიკაცია არ არის. მზად ვარ, “ოცნებასთან” ვილაპარაკო. სხვათა შორის გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან. სულ მზად ვარ შეხვედრისთვის და მგონია, რომ ამის გამო ამირჩია ქართველმა ხალხმა. როგორც მექნება სალაპარაკო “ოცნებასთან” და ოპოზიციიდან მექნება ზურგი, მე მათ შევხვდები”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, ხომ არ ყოფილა შემონათვალი “ოცნებისგან”, რომ რაიმეს სანაცვლოდ შესულიყვნენ პარლამენტში? – ხვიჩია ასე პასუხობს:

“კი. აინტერესებდათ რა მინდოდა იმისათვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. ჩემი პოზიცია ცნობილია და ტელეეთერიდანაც მაქვს გაჟღერებული, რომ მე ვვაჭრობ “ქართულ ოცნებასთან”, ოღონდ სავაჭრო თემა არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად