იაგო ხვიჩია: გრიგოლ ვაშაძისგან ბევრად უარესი გვინახავს – წინასაარჩევნოდ პედოფილებს გვადარებდა

გრიგოლ ვაშაძეს ჩემთან გაუგებრობა არ ჰქონია. მას შეექმნა საკუთარ თანაპარტიელებთან. მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება წავიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს 100%-ით ვეთანხმებიო. ეტყობა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ამოიწურა, – ამის შესახებ “აიპრესს” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა კითხვაზე, – გრიგოლ ვაშაძის განმარტების შემდეგ ამოიწურა თუ არა გაუგებრობა ოპოზიციაში.

“გრიგოლ ვაშაძეს ჩემთან გაუგებრობა არ ჰქონია. მას შეექმნა საკუთარ თანაპარტიელებთან და მე ახლა მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება წავიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს 100%-ით ვეთანხმებიო. ეტყობა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ამოიწურა. დანარჩენი ვნახოთ”, – აღნიშნავს ხვიჩია.

კითხვაზე, კითხვები არ გაუჩნდა მას? – პოლიტიკოსი ასე პასუხობს:

“მე კითხვები ხშირად მაქვს ხოლმე გრიგოლ ვაშაძესთან. ეგ დიდად გასაკვირი არ არის ჩემთვის. უბრალოდ მაინტერესებდა, რომ ეს იყო გრიგოლ ვაშაძის განცხადება თუ პარტიის საერთო პოზიცია. თუ რა იყო, რაში არ ეთანხმებოდნენ?! საინტერესოა პარტიის პოზიცია მათი თანაპარტიელის განცხადებასთან დაკავშირებით. მერე იქნება ჩემთვის საინტერესო.

გულწრფელად რომ გითხრათ,  აღმაშფოთებელი არაფერი დამინახავს გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში. ბევრად უარესი გვინახავს ბატონი გრიგოლისგან. მახსოვს, რომ წინასაარჩევნოდ პედოფილებს გვადარებდა. ასე, რომ არაფერი გამკვირვებია. მით უმეტეს მეორე განცხადების შემდეგ. მე მგონია, რომ გრიგოლ ვაშაძეზე ჯოხის გადატეხვა სწორი არ არის. ხელისუფლებისკენ არის ისრები მისამართი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად