იაგო ხვიჩია: „გირჩის“ სამეფო გადაგვაქვს პარლამენტის შენობაში, მინდა, რომ სადმე ეხატოს სურათი

“პარლამენტის წევრებთან ვაპირებ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას. ასევე, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას. სამეფო გადაგვაქვს პარლამენტის შენობაში. პარლამენტის შესასვლელში, გირჩის სამეფოს სურათი”.

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა და განმარტა, რომ მისი გუნდი ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში იქნება, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

“არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც სპარლამენტო სესიებში, კომისიებში და არც საკომიტეტო სხდომებში. არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებისგან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, რადგან გვინდა, რომ ქვეყანაში ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება.

მე პარლამენტის წევრებთან ვაპირებ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას. ასევე, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას. სამეფო გადაგვაქვს პარლამენტის შენობაში. პარლამენტის შესასვლელში, გირჩის სამეფოს სურათი.

იქ რომ ვიქნები, დერეფანში ხომ შემხვდებიან და ყველაფერზე დაველაპარაკები. “ნაციონალურ მოძრაობას” დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში, მაგათ გარეშე არ შევდივართ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...