იაგო ხვიჩია: ეს პროცესი თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, საერთოდ არავინ აღარ შემოგვხედავს არც სერიოზულად და არც არასერიოზულად

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ არ აქვს მგონი გააზრებული, საით მიჰყავს ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით და ეს ეხება ორივეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“ეს, ჩემი აზრით, შეუძლებელს გახდის ჩვენს იქ გაწევრიანებას. დარწმუნებული ვარ, ახლა სერიოზულად არ გვიყურებენ და ეს პროცესი თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, საერთოდ არავინ აღარ შემოგვხედავს არც სერიოზულად და არც არასერიოზულად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები აღსაქმელია იმაზე ბევრად უფრო მეტი სერიოზულობით, ვიდრე აქამდე აღგვიქვამს.

თუ რასაკვირველია, ჩვენ გვაღელვებს ამ ქვეყნის დასავლური მომავალი. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრის დიდ ნაწილს აღელვებს. ასევე დავეთანხმები ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციებს, რომ პარტიული ინტერესები მთელ ამ მოლაპარაკებებში უფრო წინ იდგა,ვიდრე რეალურად ქვეყნის ინტერესები, სამწუხაროდ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...