იაგო ხვიჩია: ელისაშვილის ქმედებებს ვემიჯნები, მაგრამ ურთიერთობას არ შევწყვეტ და გინებას არ დავუწყებ

“გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებებს ემიჯნება, მაგრამ ურთიერთობას არ შეწყვეტს და გინებას არ დაუწყებს. ამის შესახებ მან “კურიერს” განუცხადა.

მისი თქმით, ისინი ყველასთან თანამშრომლობენ.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, გაბუტული ხომ არ შეიძლება ვიყო ვინმეზე. ალეკო ელისაშვილის ქმედების მიმართ გამოვხატე პოზიცია, რომ მას არ ვეთანხმებოდი, ვემიჯნებოდი, არ მიმაჩნია სწორად და ა.შ. თუ მეკითხებით იმას, რომ ამის გამო შევწყვეტ ურთიერთობას და გინებას დავუწყებ ელისაშვილს – არა. მე სხვა პოლიტიკური პარტიები და ადამიანებიც ვიცი, რომლებიც ისე მოქცეულან ან იქცევიან, როგორც მე არ მომწონს, მაგრამ ამის გამო მე მათ არ ვაგინებ, არ ვამბობ, რომ მათი ხმები არ მჭირდება და ა.შ. არ მომწონს – ნიშნავს არ მომწონს და მეორე საკითხია, ამის გამო საქმეს გავაფუჭებ თუ არა, და არ გავაფუჭებ,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად