იაგო ხვიჩია: დილის სისულელეებისთვის ბოდიშს ვიხდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს

დილის სისულელეებისთვის ბოდიშს ვიხდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარტიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დაწერა Facebook-ჯგუფში “გირჩი ბაბლი”.

“ყველაფერს გავაკეთებ რომ დალაგდეს, მხოლოდ ამ განწყობით ვარ. დილის სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი. ავიჭერი. არ ველოდი”, – წერს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “გირჩის ბაბლში” დაპოსტა: სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. 

მოგვიანებით იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვეს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებენ. ამასთან იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის შეფასებას მის შესახებ, სადაც დაწერა: „არასერიოზული სიგიჟე, ატოცზე ტრაკ*ის მჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მარა რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები“, – წერს იაგო ხვიჩია.

დღის ბოლოს მედიასთან კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძემაც, სადაც ის ამბობს, რომ პარტიის ლიდერად რჩება და ვინ იქნება “გირჩი”, ეს პარტიის მხარდამჭერების გადასაწყვეტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად