იაგო ხვიჩია: ჩათვალეთ, რომ ამერიკის ელჩი ჩემი პატრიარქია

ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი, არის ამერიკის საელჩო, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ვენდობი, არის ამერიკის საელჩო. ჩვენი აწყობილი არ არის, სხვამ აგვიწყო. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან პატრიარქს, ჩათვალეთ, რომ ჩემი პატრიარქი არის ამერიკის ელჩი. ვიცი, რომ თუ რამე გაგვიჭირდება, უნდა წავიდეთ და ამერიკის ელჩს უნდა ვთხოვოთ დახმარება. ამ პროცესში სულ მაინტერესებდა ამერიკის ელჩის აზრი. მე არ ვმონაწილეობდი იმ შეხვედრებში, მაგრამ სადაც ვმონაწილეობდი სულ ვამბობდი ამას. მაგრამ დავინახე, რომ ამ პროცესის მონაწილეებს ამერიკის ელჩის აზრი ისე არ აინტერესებთ, როგორც მე. მე ვიყავი აქტივისტი, რომ რამე არ გვეწყენინებინა ელჩისთვის და შეცდომა არ მოგვსვლოდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ არცერთი ოპოზიციონერის გამო არ გადავიკიდებდი ამერიკის საელჩოს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მომავალია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად