იაგო ხვიჩია: ბიძინა ივანიშვილი დგას ოპოზიციის სისუსტეზე

“ამ ქვეყანაში ოპოზიცია სუსტია”-ამის შესახებ, პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, დღეს, საქართველოში ოპოზიცია სუსტია, რაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საყრდენია.

” ზოგადად, ამ ქვეყანაში ოპოზიცია სუსტია, იმიტომ რომ ბოლო 15-20 წელია პოლიტიკური პროცესი არ ყოფილა ქვეყანაში, ფაქტობრივად. ჩვენ ახლა ვიწყებთ პოლიტიკურ პროცესს, პოლიტიკური პროცესი მკვდარი იყო. ეს პოლიტიკური პროცესი ახლა იწყება.

მე მგონია, ბიძინა ივანიშვილი ამ წუთას დგას ერთ რამეზე-ოპოზიციის სისუსტეზე. თუ არ ვაღიარებთ რომ ოპოზიცია სუსტია ამ წუთას, იმიტომ რომ ის არის გაურკვევლობაში და უჭირს შეთანხმების სწრაფად მიღწევა ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

მე მგონია ეს არის მთავარი პრობლემა, რაზედაც დგას ბიძინა ივანიშვილი. არ ვიცი როგორ აღმოიფხვრება, ან აღმოიფხვრება თუ არა საერთოდ. ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, ოპოზიცია შეთანხმდეს”,-ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად