იაგო ხვიჩია: ბიძინა ამბობს, რომ მოვა სააკაშვილი მარტო და იგივეს გიზამთო, მიშა ამბობს, მარტო მოვდივარო, ნახეთ როგორ ემთხვევა

ბიძინა ამბობს, რომ მოვა სააკაშვილი მარტო და იგივეს გიზამთო, მიშა ამბობს, მარტო მოვდივარო, ნახეთ როგორ ემთხვევა. პარალელურად კი ამომრჩევლების მოსყიდვა, კორუფცია და კონცერტია, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ის კორუფცია, რომელიც არის ცუდია და აფერხებს ქვეყნის განვითარებას, მაგრამ ყველაზე გარყვნილი კორუფცია რა შეიძლება იყოს? ეს არის პოლიტიკური კორუფცია, ხმის ყიდვა. ახლა გაქანებულ პოლიტიკურ კორუფციაში ვიმყოფებით. ახლა მშვიდი კამპანიაა, არ ურტყამენ ერთმანეთს. ეს რაც ხდება არაფერია. ეს იმიტომ, რომ მასობრივად მიმდინარეობს კორუფციული გარიგებები. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში იყიდის ამომრჩევლებს.

მეორე პარტიას და სხვა პარტიებს იმედი აქვთ, რომ როგორც არ უნდა იყიდოს, მაინც აფეთქდება ვითარება და გამოდიან სიტყვით, რომ არა კოალიცია, არამედ მარტო ჩვენ ერთი. დანარჩენი პარტიუკები არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში სააკაშვილზე ვამბობ. ნახეთ როგორ ემთხვევა ერთმანეთს – ბიძინა ამბობს, რომ მოვა სააკაშვილი მარტო და ისევ იგივეს გიზამთ. სააკაშვილი კი ამბობს, რომ მე მარტო მოვდივარ. დანარჩენი პარტიები იჭყლიტებიან, მაგრამ თან აყოლილები არიან ამ თამაშში. ამ ორში ვართ გაჭედილი. პარალელურად კი არის ამომრჩევლების მოსყიდვა, კორუფცია და კონცერტი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად