იაგო ხვიჩია: არა მგონია რეგიონების სასახელო იყოს ის, რომ “გირჩმა” იქ წარმატებას ვერ მიაღწია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თბილისში ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილები არიან, ხოლო რეგიონებისგან მეტს ელოდნენ.

როგორც იაგო ხვიჩიამ “აიპრესს” უთხრა, შედეგები პოლიტიკურ კაპიტალად უნდა აქციონ. მისი თქმით, ჯაფარიძისთვის მიცემული ხმა თავისუფლებისთვის მიცემული ხმაა.

“მართალია “გირჩი” აქცენტს აკეთებდა ამ არჩევნებზეც და ახლა ეს შედეგები უნდა ვაქციოთ სამომავლო პოლიტიკურ კაპიტალად. თბილისში თითქმის 6% გვაქვს. ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. იმიტომ, რომ ეს ამომრჩეველი არ არის ფულით ნაყიდი ამომრჩეველი და კოორდინატორების მიყვანილი ამომრჩეველი. ეს არის ის ადამიანები არიან, ვინც მეტ თავისუფლებას მისცა ხხა. ჩვენ ამ ადამიანებს ფრთხილად და მოწიწებით ვუყურებთ. საამაყოა, რომ პრაქტიკულად ნულოვანი ბიუჯეტით ჩვენ აქ 6% ავიღეთ. შეუძლებელია თბილისის შედეგებით უკმაყოფილო ვიყოთ, თან იმ რეალობაში, როცა დამკვირვებლები ნახევარზე მეტ უბნებში არ გვყოლია.

გამოგიტყდებით რეგიონებისგან მეტს ველოდით. ალბათ ეს ჩვენი შეცდომაც იყო, რომ სწორად ვერ მივაწოდეთ. ვეცდებით, რომ გამოვასწორო. მაგრამ არა მგონია ჩვენი რეგიონების სასახელო იყოს ის, რომ “გირჩმა” იქ წარმატებას ვერ მიაღწია. როგორც ჩანს თავისუფლება თბილისელებისთვის უფრო გასაგები ხდება. ასეთია სტატისტიკა. რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ. თბილისი არის ქვეყნის ყველაზე მდიდარი რეგიონი, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ესწრაფვიან კარგ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ამის საშუალება რეგიონებში ჯერ არ არის. იქ გადარჩენისთვის იბრძვიან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2.26% მიიღო.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად