იაგო ხვიჩია: აქციაზე არ წავალ, არ მინდა ვინმეს უხერხულობა შევუქმნა, სანდრო რაქვიაშვილი მიდის

“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხვალ ოპოზიციის აქციაზე არ წავა, თუმცა ნიკა მელიას გათავისუფლებას მხარს უჭერს.

მისი თქმით, აქციაზე მისი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან.

“პირადად მე გადავწყვიტე, რომ არ ვიარო ამ აქციებზე, თუმცა “გირჩი”, ჩვენი მხარდამჭერები, იგივე სანდრო რაქვიაშვილი აქციაზე მიდიან. იცით, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან მაინცდამაინც ახლო ურთიერთობა არ მაქვს ამ ეტაპზე და არ მინდა ვინმეს უხერხულობა შევუქმნა.

ზოგადად ჩვენ რასაკვირველია აქციას პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ შევუერთდებით და ამაში საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს”, – თქვა ხვიჩიამ.

კითხვაზე იმიტომ არ მიდის, რომ კოლეგებთან კომუნიკაცია არ სურს? – პასუხობს, რომ აქცენტების სხვაგან გადატანა არ სურს.

“მე ეთერებში დავდივარ და ნიკა მელიას გათავისუფლებას მხარს ვუჭერ”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში. .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...