იაგო ხვიჩია: ამ მოცემულობით “ევროპული საქართველო” “ნაცმოძრაობის” წიაღში დაბრუნდა

„ჩვენ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დავტოვეთ, მისი მხარდამწერები გვაკრიტიკებდნენ, როგორ შეიძლება ხელისუფლების დამარცხება „ნაცმოძრაობის გარეშეო“, ევროპული საქართველოც“ გამოეყო შემდეგ, მაგრამ ამ წუთის მოცემულობით ისინი ისევ ენმ-ის წიაღში დაბრუნდნენ და მათი კანდიდატი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „აიპრესს“ უთხრა.

კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში სააკაშვილი აქტიურად არ იყო ჩართული, მაინც ითამაშა ამან თავისი გავლენა? – პასუხობს:

„რა თქმა უნდა. მესიჯები მხარდამჭერებზე ხომ მიდის. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ვისზე მუშაობენ კონკრეტულ დროს. არჩევნებს აქვს თავისი წესები. ამ წესებით ხორციელდება პოლიტიკა. ის, რომ თუ არ ხარ გაერთიანებული ოპოზიციის მხარე, შენ ხარ ბიძინას მხარე, ეს მიდგომები ჯერჯერობით „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.

რა თქმა უნდა ეს მინიშნებები იყო ოპოზიციის მხრიდან და ამას ვუსვამ ხაზს. რა ივანიშვილი ხელისუფლებაშია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია იყო ეს. როდესაც „გირჩი“ გამოეყო „ნაცმოძრაობას“, მაშინაც იძახდნენ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები და გვაკრიტიკებდნენ, რომ როგორ შეიძლება ხელისუფლების დამარცხება „ნაცმოძრაობის“ გარეშეო. კი, „ევროპული საქართველოც“ გამოეყო შემდეგ, მაგრამ ამ წუთის მოცემულობით ისინი ისევ ენმ-ის წიაღში დაბრუნდნენ და მათი კანდიდატი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ. ეს სტრატეგია არ მუშაობს. გამოცდილება ასეთია, რომ როცა სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირებაზე მიდის საქმე, ივანიშვილი სააკაშვილს უგებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გუშინ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა ლადო კახაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან ბლოკის „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე დაამარცხა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...