იაგო კაჭკაჭიშვილი: თუ ვაშაძის ტექსტებს “გავაშიშვლებთ”, აშკარაა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს
ყველა შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს უპერსპექტივოდ მიაჩნია ვადამდელი არჩევნების იდეა და, აქედან გამომდინარე, ის ეთანხმება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობა ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს, – ასე ეხმაურება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს.