იაგო კაჭკაჭიშვილი იაგო ხვიჩიაზე: როგორი კარნავალური „რეინკარნაციაა“ საბჭოთა გამოცდილების

როგორი კარნავალური “რეინკარნაციაა” საბჭოთა გამოცდილების, – ასე ეხმაურება სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მზადაა მივიდეს ნიკა მელიას მამასთან ანზორ მელიასთან და მოყვეს, რატომ არის მართალი.

“როცა სკოლაში ცუდად მოვიქცეოდი (რაც არ ხდებოდა ხშირად), ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო მშობლის (როგორც წესი, დედის) სკოლაში დაბარება. განსაკუთრებულად დრამატული შემთხვევა იყო, როდესაც მასწავლებელი თავად მიდიოდა მოსწავლის სახლში, რათა მშობლებისთვის შვილის შეუფერებელი საქციელის შესახებ მოეთხრო (რამდენადაც მახსოვს, ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ მომხდარა).
“მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია, სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი”, – ამბობს იაგო ხვიჩია ნიკა მელიასთან მიმართებით.
როგორი კარნავალური “რეინკარნაციაა” საბჭოთა გამოცდილების. აი, ჭეშმარიტი პოსტმოდერნიზმი!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად