იაგო კაჭკაჭიშვილი: დისბალანსიანი უბნები უნდა გაეეუქმებინათ და ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები

დისბალანსიანი უბნები უნდა გაეეუქმებინათ და ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს.

მისი თქმით, ეს იქნებოდა რეალური კომპრომისი.

“რა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან რეალური კომპრომისი?
არა ის, რასაც ხელისუფლება აცხადებს – ხელახლა გადავთვალოთ საკამათო უბნებიო.
მთავარი დარღვევა ამ არჩევნებზე იყო ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსი, ანუ ბიულეტენების რაოდენობა ყუთებში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე არჩევნებზე მისულთა რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ზედმეტი ბიუეტენები იყო ჩაყრილი. და ეს ეხება უბნების დაახლოებით 30%-ს. ამას გადათვლა როგორ უშველის? ვინ გაარჩევს, რომელი ბიულეტენია ჩაყრილი და რომელი – ნამდვილი?
ასეთი – დისბალანსიანი – უბნები უნდა გაეუქმებინათ და ხელახლა ჩაეტარებინათ ამ უბნებზე არჩევნები. აი, ეს იქნებოდა რეალური კომპრომისი. და თუ ოპოზიცია ამაზე არ წავიდოდა, მაშინ დაიმსახურებდა დამუნათებას.
დიდი გამჭრიახობა სჭირდება ახლა იმას, რომ ეს წინადადება მიიტანო მოლაპარაკების მაგიდაზე?” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
პოსტის ქვეშ დაწერილი ერთ-ერთი კომენტარის ქვეშ კი განმარტავს:
“სადაც აცდენა 1-2 ბიულეტენია, იქ ხელახლა ჩატარებას არავითარი აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ სადაც დისბალანსი ძალიან დიდია? ასეთი ოქმები თითზე ჩამოსათვლელია? მგონი, არა. და ასეთ უბნებზე ხელახალი არჩევნების ჩატარება ნამდვილად განმუხტავდა სიტუაციას”.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად