იაგო კაჭკაჭიშვილი: დავით ბაქრაძის პოპულარობის საიდუმლო, ალბათ, მის რბილ ხასიათშია

“დავით ბაქრაძის ასეთი პოპულარობის საიდუმლო ალბათ, მის რბილ ხასიათშია, – ამის შესახებ სოციოლოგმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა, რითაც IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დავით ბაქრაძისადმი მოსახლეობის განწყობას ის განაპირობებს, რომ ის ყოველთვის მედიატორის როლს თამაშობს.

„დავით ბაქრაძის ასეთი პოპულარობის საიდუმლო ალბათ, მის რბილ ხასიათშია, მის ლტოლვაში თუ მისწრაფებაში, რომ დაპირისპირებული პოზიციები დააბალანსოს. ის რაღაცნაირად, ყოველთვის მედიატორის როლს თამაშობს და თან ცდილობს, ყველაზე მწვავე და მკვახე შეფასებები პოლიტკორექტულად და დიპლომატიური ენით შეფუთოს. ასე რომ, ის მშვიდობიანი პოლიტიკოსია და შესაბამისად, ამომრჩევლებში მის მიმართ ემპათია მაღალია“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

შეგახსენებთ: IRI-ის კვლევით, პოლიტიკოსების რეიტინგში “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს, ხოლო ნეგატიურ პოლიტიკურ რეიტინგში – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძის მიმართ 57% დადებითად არის განწყობილი. ამ კუთხით მეორე ადგილზე კახა კალაძეა (49%), მესამეზე – დავით უსუფაშვილი (47%).

რაც შეეხება ნეგატიურ პოლიტიკურ რეიტინგებს, IRI-ის მიერ რესპონდენტებისთვის დასახელებულ პოლიტიკოსებიდან ყველაზე ნეგატიურად სალომე ზურაბიშვილის მიმართ არიან განწყობილნი (70%), მეორე ადგილზე ზურა ჯაფარიძეა (66%), მესამე ადგილს 59-59 პროცენტით სამი პოლიტიკოსი ინაწილებს: ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნეგატიურად 57 პროცენტია განწყობილი, პოზიტიურად – 32 პროცენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...