იაგო კაჭკაჭიშვილი: ბოიკიტი ინსტრუმენტია, როცა თვითმიზნად იქცევა ხარაკირი მოაქვს

ბოიკიტი ინსტრუმენტია, როცა თვითმიზნად იქცევა ხარაკირი მოაქვს, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს:

მისი თქმით, ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის ამომრჩეველს – რისი მიღწევის ინსტრუმენტია ეს ბოიკოტი.
“ბოიკოტი, პოზიტიური მნიშვნელობით, მხოლოდ ინსტრუმენტი შეიძლება იყოს. როგორც კი ის თვითმიზნად იქცევა, ამას მოაქვს ხარაკირი და თვითდესტრუქცია (თუნდაც, ჰეროიკულად, “მსხვერპლშეწირვა” დავარქვათ).
ჰოდა, ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის ამომრჩეველს – რისი მიღწევის ინსტრუმენტია ეს ბოიკოტი?
ვადამდელი არჩევნების ინსტრუმენტი ვერ იქნება; ვეჭვობ, ვერც რევოლუციური სიტუაციის შექმნის.
ჰოდა, პოლიტიკაში ბოიკოტის მიზანი (იგივე, სასურველი შედეგი) უნდა იყოს ძალიან პრაგმატული.
ყველას გვაინტერესებს პასუხი ამაზე!” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად