იაგო კაჭკაჭიშვილი: არჩევნების დამახინჯებულ სურათს მარტო ის კი არ ქმნის, როგორაა ხმები დათვლილი, არამედ როგორაა მიღებული

არჩევნების დამახინჯებულ სურათს მარტო ის კი არ ქმნის, როგორაა ხმები დათვლილი, არამედ როგორაა მიღებული, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წერს:

“დაშინებითა და მოსყიდვით მიღებული ხმა, ფორმალურად და ადმინისტრაციულად, გაყალბებულ ხმად არ ითვლება, მაგრამ მხოლოდ დემაგოგია ჰქვია იმას, რომ ამ გზით მიღებული ხმები ხელისუფლებამ ობიექტურ მხარდაჭერად მიითვალოს.
ფულის (ანუ, ქრთამის) სანაცვლოდ მიღებული ხმა ოქმების შემოწმებისას არ ჩანს, ამოუცნობია, მაგრამ ხმის მიცემის თავისუფლებას აშთობს.
ამდენად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არჩევნების დამახინჯებულ სურათს მარტო ის კი არ ქმნის, როგორ არის ხმები დათვლილი, არამედ ისიც, როგორ არის ხმები მიღებული”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად