იაგი ხვიჩია: მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა

ჩვენ გვაქვს „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს აქამდეც ბევრჯერ უქნია ეს ამბავი და ბოლოს არ გაუკეთებია, წკიპზე იყო და არ გამოსულა. როგორ გითხრათ ახლა მის თავში რა დევს. ერთადერთი შემიძლია, დაგენიძლავოთ, შემიძლია, დავენიძლავო „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, ვისაც ეს უნდა. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენიძლავები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა, მე ამის მჯერა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ჩამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საკუთარი ამომრჩეველის მობილიზებას ემსახურება.

„ემსახურება თავისი ამომრჩევლის მობილიზებას, საპროტესტო მუხტის აწევას და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის რადიკალიზაციას, იმას, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, აი, ჰა და ჰა მიშა მოდის, აქეთ ბიძინაა, სხვადასხვა პილიტიკური პარტიის ადგილი გაქრეს და საბოლოო ჯამში ის ამომრჩეველი, რომელიც აქამდე არ აპირებდა მისვლას და ბიძინასთვის ხმის მიცემას, მივიდეს და „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. ხომ იცით, მე დიდი ხანია, მჯერა, რომ მიშა და ბიძინა შეკრულები და ერთმანეთთან დალაგებულები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...