ია ფარულავა: მიშა არც პრეზიდენტად მინდა, არც პრემიერად და არც პარლამენტის თავმჯდომარედ, მაგრამ თავისუფალი მინდა

მიშა არც პრეზიდენტად მინდა, არც პრემიერად და არც პარლამენტის თავმჯდომარედ, მაგრამ თავისუფალი მინდა, – ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს:

“მიშა არ მინდა არც პრეზიდენტად არც პარლამეტის თავმჯდომარედ და არც პრემიერად…მაგრამ მიშა მინდა თავისუფალი ….ის ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის!!!” – წერს ია ფარულავა.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ხალხი საკმაოდ მრავლად იყო. მეორე ნაწილმა, ვინც სააკაშვილის მმართველობის მიმართ პროტესტს დღესაც გამოხატავს, აქციის მონაწილეები ცოცხებით “გამოაცილა”. ოპოზიციამ “ცოცხების” ფერფორმანსს ხელისუფლებისგან მართული უწოდა.

კომენტარები
იტვირთება...