ია მეტრეველი: ვარ აღელვებული და გულნატკენი პრეზიდენტის მიერ კრიმინალი ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალების გამო

ამის შესახებ 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან პოლიციელის ტყვიით მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ემოციები, კრიმინალი ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვარ ძალიან აღელვებული და გულნატკენი პრეზიდენტის გადაეყვეტილების გამო. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, ალბათ იმიტომ მიიღო, რომ არ მისცა ოპოზიციას, არეულობის მოწყობის საშუალება, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და აწყობთ არეულობა და რევოლუცია. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ რევოლუცია მათ არანაირად არ გამოუვათ, რადგან რევოლუციას ხალხი აწყობს, მათ კი ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ. კარგად ვნახეთ მათ მიტინგებზე, ორი კინკილა ხალხი ვძლივს რომ გამოჰყავდათ. ასევე მინდა ავღნიშნო რომ შეწყალება, გულისხმობს დამნაშავეების მიერ დანაშაულის აღიარებას. ისინი გამოვიდნენ როგორც დამნაშავეები და არა როგორც პოლიტ. პატიმრები. დიდი იმედი მაქვს ოქტომბერში დიდი გამარჯვებით, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ, კრიმინალ ნაცებს, რის შემდეგაც ქვეყანა ნამდვილად ამოისუნთქებს”- წერს ია მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად