ია მეტრეველი: წყეული იყავ სააკაშვილო! ის დღე დაიქცეს, როდესაც მოხვედი ხელისუფლებაში!

2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან პოლიციელის ტყვიით მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძე დღეს 34 წლის გახდებოდა. გარდაცვლილის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„24 აგვისტო არის ჩემი უდიდესი ბედნიერების და უსაზღვრო უბედურების დღე, რადგან დღეს, ჩემი ბუტიკოს დაბადების დღეა, რომელიც 34 წლის უნდა გამხდარიყო დღეს, ის კი მარად 19 წლის დარჩა, ჯალათი სააკაშვილის ბოროტი სურვილების გამო. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისს და საქართველოს დააკლდა, ერთი კარგი , ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ნამდვილი, კაცური კაცი იქნებოდა დღეს.

სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი მდგომარეობა და არც არის საჭირო სხვას მოვახვიო ჩემი ტრაგედია თავს, ისედაც დამძიმებულ ცხოვრებაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჯერ დედა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თუ მის შვილს უბედურება ელოდება. ყველა დედას, მინდა დავულოცო შვილები და ვუსურვო არასდროს გამოსცადონ ის უბედურება, რაც მე გამოვიარე.

წყეული იყავ სააკაშვილო! და ის დღე დაიქცეს, როდესაც მოხვედი ხელისუფლებაში. ჩემით დაიწყე ხალხის და ქვეყნის გაუბედურება. დღემდე ვერ გიშორებთ შენ და შენს მკვლელების სექტას, მაგრამ ზუსტად ვიცი, არ მოგასვენებთ ბუტას უმანკო სული, არ მოგასვენებთ ირინას, სანდროს ,ზურას იურის, გიორგის, ლაშას და უამრავი ღიმილის ბიჭის სული“ – წერს ია მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად