ია მეტრეველი: ნეტა ჩემი შვილი ცოცხალი იყოს და 5 კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი

ასეთი შეფასება მისცა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

“ნამდვილად ველოდი, სამართლიანია გადაწყვეტილება, მან მიუსაჯა უმაღლესი სასჯელი, უბრალოდ შთანთქმა მოხდა ამნისტიის მუხლების და თითოეულს გამოუვიდა 5 წელი და თვეები, როგორც გავიგე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსმართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო და აი, აქ რაც მოაწყეს, კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა, ნეტა ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს.

აი, რას კივიან და რას წივიან, ჩემთვის გაუგებარია. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, რომ თავიანთი ფეხით წასულიყვნენ ციხეში და მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ, აქ ჩაატარეს, არ ვიცი რა დღეში არიან, ანგრევენ, კივიან და წივიან. დაწყნარდნენ, პროკურორს მიაყენეს ზიანი, ბეწვზე ასცდა, რაღაცა ესროლეს პროკურორს, რომელსაც სისხლი მოსდის და გაიყვანეს დარბაზიდან.

ეს კიდევ ერთი დასტურია აი ამ ავაზაკების, რომლებმაც ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე წაართვეს უკანონოდ, უდანაშაულოდ და შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და 15 წელია ვიბრძვი სამართლისთვის.
მე მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს დღე, რადგან მიმაჩნია, რომ დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა მკვიდრდება და ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად