ია მეტრეველი მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს უნდობლობას უცხადებს

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ამ პროცესზე ის მოსამართლე დანიშნეს, რომელსაც წარსულში  რამდენიმე უსამართლო განაჩენი აქვს გამოტანილი.

"ეს ის მოსამართლეა ზერეკიძეს 10 წელი რომ მიუსაჯა, 50 კაციან დარბაზში ჩაატარა პროცესი, როდესაც საზოგადოების ამხელა ნაწილია, მთელი საქართველოს ინტერესში დგას ეს პროცესი. დაზარალებულებს არ უშვებენ, ჭირისუფალი არ შეუშვეს პროცესზე და ზონდერებით გაავსეს. ჩამოსულები არიან გუნავები და მთელი ზონდერები, იურას დას არ უშვებენ სასამართლოში!  ხუბულოვის დედას არ უშვებენ პროცესზე, ეს არის კუბლაშვილის სასამართლო" – განაცხადა ია მეტრეველმა.

სასამართლო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. პერმანენტულად ხდება სიტყვიერი შელაპარაკება ფირცხალავასა და სხვა ბრალდებულის ნათესავებს შორის. სიტოაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ და მხარეებს ერთმანეთთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. სასამართლო პროცესი რამოდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...