I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.1%-ით გაიზარდა

2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.8 პროცენტი ქალია, ხოლო 58.2 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 640.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3.4 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 408.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).

2020 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 227.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 75.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად