I არხის წამყვანი: მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს

საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის გადაცემის “ღამის შოუ პირველზე” წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და პროტესტს შეუერთდა. ქაჯაიამ განცხადება გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფის სახელით სეზონის ბოლო გადაცემის მონოლოგისას გააკეთა.

“მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა, ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან. დღეს არის გადაცემის “ღამის შოუ პირველზე” სეზონის ბოლო გადაცემა, შესაბამისად გემშვიდობებით ეთერიდან.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კანპანიას გაატარე ზაფხული საქართველოში. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება ამ კამპანიას და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში”, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.

მისი თქმით, გადაცემა ჩაწერილია 19 ივნისს, სანამ ქვეყანაში ბოლო დროინდელი მოვლენები განვითარდებოდა და ამის გამო გადაცემა არ გავიდა ეთერში, რომელიც მაყურებელმა გუშინ 4 ივლისს ნახა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად