Human Rights Watch: საქართველოში სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა კვლავ პრობლემაა

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იყო.

“ხელისუფლებამ მექანიზმის შესაქმნელად ნაბიჯები გადაგა, რათა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოვლენილიყო, მაგრამ მას სრული დამოუკიდებლობა არ მისცა. სხვა პრობლემები ეხება ნარკოტიკების შესახებ მკაცრ კანონებს, სამუშაო უსაფრთხოებასა და შრომითი უფლებების დარღვევას, ლგბტ თემის დისკრიმინაციასა და მედია პლურალიზმს”,-ნათქვამია ორგანიზაციის მრავალგვერდიან ანგარიშში. 
Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშში ასევე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და საარჩევნო გარემოზეცაა საუბარი.
“ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ”კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმართვა, ხოლო ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ”, მაგრამ იყო მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები”,-ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მათი დაუსჯელობა კვლავ აქტუალური პრობლემაა. ავტორების შეფასებით, სექტემბერში, ომბუდსმენის ოფისმა ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ 149 საჩივარი მიიღო.

ანგარიშში ასევე მოხვდა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით კანონების მიღების საკითხიც.

“მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის საერთო რაოდენობა  შემცირდა, ხელისუფლება განაგრძობს მკაცრი კანონების გამოყენებას ადამიანების გასასამართლებლად, ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენების ან უბრალოდ შენახვისთვის. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულები ხშირად იწვევს ხანგრძლივ სასჯელს, ჯარიმებსა და სხვადასხვა უფლებების, მათ შორის
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. პოლიცია მოქალაქებს ნარკოტესტის ჩატარებას აიძულებს, ზოგიერთ შემთხვევაში, კი მათ თვითნებურად აჩერებს”,-ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია შრომითი უსაფრრთხოების წესების დარღვევაზე.

“საქართველოს პროფკავშირის კონფედერაციის მონაცემებით, ივლისის თვეში სამსახურთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად 29 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 24 ადამიანი დაშავდა. მათგან თერთმეტი სამთო-საინჟინრო ინციდენტის დროს  დაიღუპა. მარტში, პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც
მხოლოდ მაღალი რისკის სფეროებზე ვრცელდება”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ანგარიშში მოხვდა, საქართველოში მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით არსებული ვითარებაა.

“2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რითაც
საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება გაფართოვდა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, მას საშუალებას აძლევს, კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსავალი მიიღოს. კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ნაბიჯი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ეს მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის”,-ნათქვამია დოკუმენტში.

გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშში ასევე საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, “ტვ პირველისა” და “იბერიას” საქმეზეც.

ანგღიშში ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ლტბტ თემის დაუცველობასა და მათ დისკრიმინაციას ეხება.

“ომბუდსმენის აზრით, ლგბტ პირები ხშირად განიცდიან ძალადობას, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. ოფიციალური პირების ჰომოფობიური განცხადებები საზოგადოებაში ჰომოფობიას ქმნის”,-ნათქვამია დოკუმენტში.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად