Human Rights Watch: ხელისუფლების მიერ მედიაში ჩარევის გამო დავა შემაშფოთებელია

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მიერ მედიაში ჩარევის გამო დავა შემაშფოთებელია. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურ ანგარიშში 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

„2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება გაფართოვდა, სხვა საკითხებთან ერთად, ეს საშუალებას მისცემს მას, კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

კერძო ტელევიზიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ეს საფრთხეს უქმნის მცირე, რეგიონალური მაუწყებლების მდგრადობას და ძირს უთხრის მედია პლურალიზმს. პრეზიდენტმა ამ მიზეზის გამო იანვარში კანონპროექტს ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა იგი დაძლია.
საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საკითხზე დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) დასრულდა. ყოფილი მეპატრონე ირწმუნებოდა, რომ იძულებული გახდა, ტელეკომპანია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გაეყიდა, ის საკუთარი უფლებების აღდგენას ცდილობდა.

“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლო პროცესი მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული, რათა კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია დაეკავებინათ.
ხელისუფლების მიერ მედიაში ჩარევის გამო დავა შემაშფოთებულია.
ოქტომბერში, ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეაჩერა, იმის გამო, რომ სავარაუდოდ, ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის დახურვა სურდა, რომლის მფლობელებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ.  თუმცა ხელისუფლებამ ეს ბრალდება უარყო.
ოქტომბერში, რამდენიმე მაღალჩინოსანმა არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც 13-მა წამყვანმა უფლებადამცველმა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მაღალი დონის კორუფციაა გაკრიტიკებული. საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური პირების განცხადებები გააკრიტიკა“,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები: Human Rights Watch: საქართველოში სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა კვლავ პრობლემაა  – Human Rights Watch: ჩინეთი ადამიანთა უფლებების დაცვის გლობალურ სისტემას ძირს უთხრის

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად