Human Rights Watch: ჩინეთი ადამიანთა უფლებების დაცვის გლობალურ სისტემას ძირს უთხრის

ჩინეთი ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური სისტემის შესამცირებლად ეკონომიკურ და დიპლომატიურ გავლენას იყენებს,-ამის შესახებ ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch- ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეთ როტმა ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

”კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, ჩინეთის მთავრობა ცდილობს, სისასტიკე კიდევ უფრო გააძლიეროს, თავისი ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენა გამოიყენოს, უცხოეთში კრიტიკული ხმები ჩაახშოს და გლობალური ინსტიტუტები შეარყიოს, რომლებიც ადამიანთა უფლებებს იცავენ”, -განაცხადა როტმა.

როგორც უფლებადამცველმა დასძინა, კვირას მას ჰონგ კონგში შესვლაზე უარი უთხრეს, სადაც ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენას გეგმავდა, რომელშიც მთავარი ადგილი ჩინეთს უკავია.

Human Rights-ი ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციის მონაწილეების”სასტიკ შევიწროებაში” ადანაშაულებს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონში უიგურელ მუსლიმთა უფლებები ხშირად ირღვევა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი უიგურელთა მიმართ რეპრესიების მტკიცებულებებს ანადგურებს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად