ჰუბეის პროვინციაში 500 ათასი ადამიანისთვის მკაცრი იზოლაცია დაწესდა

ჩინეთის ხელისუფლებამ ანსინის ოლქში, ჰუბეის პროვინციაში, სადაც დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო მკაცრი იზოლაცია დააწესა.

ქალაქი პეკინიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. იგი მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 ასოცირდება პეკინში მდებარე საბითუმო ბაზრობასთან, რომელიც რეგიონში ინფექციის გავრცელების ახალი ეპიცენტრი გახდა.

მანამდე, ანქსინის ოლქში უკვე დაწესებული იყო მოგზაურობაზე შეზღუდვები, მაგრამ ამიერიდან ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს მიეცემა საშუალება დღეში ერთხელ გავიდეს სახლიდან საკვების და მედიკამენტების შესაძენად. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ დატოვონ სახლები სამედიცინო დახმარების მისაღებად.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსული ინფექციის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული პეკინში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად