HUAWEI: უკვე შეძენილ და მაღაზიაში არსებულ მოდელებზე  შეზღუდვები არ იმოქმედებს

Google-ის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას Android-ის ლიცენზიის შეჩერების თაობაზე, კომპანია HUAWEI-მ ოფიციალური განცხადებით უპასუხა, რომლის მიხედვითაც მღელვარების საფუძველი არ არსებობს და  ამ დრომდე გამოსულ პროდუქტებზე შეზღუდვები არ გავრცელდება.

უფრო მეტიც, ამ დრომდე წარმოებულ სმარტფონებსა და პლანშეტებზე უცვლელად გარძელდება Google-ის უსაფრთხოების სისტემების განახლება და  სხვა  გაყიდვების შემდგომი სერვისები. HUAWEI-ს ამჟამინდელ მომხმარებლებს არ შეეზღუდებათ  Google-ის სერვისებზე წვდომა, როგორიც არის Google play, Gmail და სხვა. შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც წარმოდგენილია მაღაზიებში ან/და წარმაოდგენს გასაყიდ მარაგს.

მომხმარებლები სერვისების გამოყენებას  ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე შეძლებენ. ეს კი გულისხმობს, რომ მომხმარებლები კვლავ მიიღებენ HUAWEI EMUI-სა და  Google-ის აპლიკაციების  განახლებებს. თავისთავად  განახლებები შესაძლებელი იქნება ყველა იმ აპლიკაციაზე,  რომლებიც Google-ს არ ეკუთნვნის.

ამის პარალელურად HUAWEI აგრძელებს  მდგრადი და უსაფრთხო პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას, რათა შესთავაზოს მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...