HUAWEI-ს შოურუმი თბილისი მოლში 8 მარტის ჩათვლით გიმასპინძლებთ

2 მარტს, თბილისის მოლის მთავარ ატრიუმში კომპანია HUAWEI-ს შოურუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონები და არამარტო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონების შესაძლებლობებს: გადაეღო ფოტოები, გამოეცადა მაკრო გადაღების რეჟიმი, დაემუხტა სმარტფონი და გამოეცადა ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდი. მომხმარებელი ნამდვილად დარწმუნდა მოდელების სწრაფი და უმძლავრესი დამუხტვასა და სუპერ ენერგიის ძალაში, ამასთან ძალიან კარგად გაერთო სათამაშო კუთხესთანაც.

მოსულ მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ გადაეღოთ ფოტოები HUAWEI-ს სტენდთან და დაებეჭდათ იქვე სრულიად უფასოდ. ფოტოს სოციალურ ქსელში გაზიარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქარი კომპანია HUAWEI-სგან. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, რადგან შოურუმის განმავლობაში არაერთი სახალისო გათამაშება მოეწყო ყველა მონაწილესთვის.

თბილისი მოლში ღონისძიებები 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის მომხმარებელს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია HUAWEI-მ მსოფლიოს, ახალი, Mate 20 სერიის ფლაგმანური სმარტფონები ოქტომბრის დასაწყისში წარუდგინა. ექსპერტების შეფასებით Mate20 სერია წარმაოდგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში. HUAWEI Mate 20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით – Kirin 980-ით, რომელიც 20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს. Kirin 980 არის ასევე პირველი პროცესორი რომელშიც ჩაშენებულია Cortex-A76-ზე დაყდრნობით შექმნილი ბირთვი, რომელიც 75%-ით უფრო ძლიერია და 58%-ით უფრო ეფექტურია წინა თაობასთან შედარებით.
HUAWEI Mate 20 სერიის სმარტფონებში გვხვდება უნიკალური განბლოკვის ფუნქცია – ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით და უსადენო რევერსული დამუხტვის შესაძლებლობა.

ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm). ეს არის ის მახასიათებლები, რომლებიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლებს.

HUAWEI Mate 20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს. გარდა ამ ძირითადი ფუნქციონალური მახასიათებლებისა HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად