HUAWEI P30 Pro “საუკეთესო კამერაფონის” ტიტულით დაჯილდოვდა

TIPA-ს გენერალურმა ანსამბლეამ, HUAWEI P30 Pro 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად დაასახელა და “საუკეთესო კამერაფონის” ტიტულიც მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI P სერიის ფლაგმანები ზედიზედ უკვე მესამედ იღებენ აღნიშნულ ტიტულს. ეს წარმატება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ HUAWEI ზრუნავს ერთდროულად ხარისხის, შესრულების და დიზაინის გაუმჯობესებაზე, რათა სამუდამოდ შეცვალოს ფოტოგრაფიის წესები . ამავდროულად, კომპანიის სტრატეგიული მიზანია მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.

“კამერის უნიკალური შესაძლებლობების წარდგენა მომხმარებლისთვის, ნამდვილად იყო HUAWEI P სერიის შექმნისას ჩვენი სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა TIPA-ს, ჩვენი უახლესი ფლაგმანის – P30 Pro-ს აღიარებისთვის. ინოვაციური ლეიკასთან ერთად შექმნილი 4 ძირითადი კამერით აღჭურვილი HUAWEI P30 Pro, ხელახლა ქმნის ფოტოგრაფიის ისტორიას. სმარტფონში წარმოდგენილია რევოლუციური ფერების ფილტრი RYYB და განმაცვიფრებელი 5x ოპტიკური ზუმი, რაც ფუნდამენტურად აუმჯობესებს გადაღების შესაძლებლობებს. ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ მეტ თავისუფლებას, რათა მათ შეძლონ HUAWEI -ს საშუალებით, ცხოვრების საუკეთესო მომენტების აღბეჭდვა,” – განაცხადა კომპანიის მომხამრებელთა ბიზნეს გუნდის ვიცე პრეზიდენტმა, ჩანგზჰუ ლიმ.

ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწე პირები და დარგის ექსპერტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადასტურებენ, რომ HUAWEI P30 Pro უკონკურენტო სმარტფონია, მათ მოსაზრებებს ჩატარებული კვლევები, ტესტები და სხვადასხვა ნომინაციაში მიღებული ჯილდოებიც ადასტურებს.

HUAWEI P30 Pro მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე სმარფონია, რომელიც აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს 8 MP-იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს, ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით, უფრო ბუნდოვანი ხდება.

 

P30 სერიაში ასევე გვხვდება ეკრანში ჩაშენებული, თითის ანაბეჭდით განბლოკვის ფუნქცია, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები. 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის.

HUAWEI P30 Pro -ს გამორჩეული და ინოვაციური შესაძლებლობები TIPA-ს დირექტორმა ტომას გერვენსმაც შეაფასა და განაცხადა: “P30 Pro-ს წარდგენით HUAWEI Leica-სთან ერთად აფართოებს smart ფოტოგრაფიის საზღვრებს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ფოტოები და ვიდეოები არაჩვეულებრივი ხარისხით გადაიღონ”.

კომპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ HUAWEI P30 Pro არის საზომი მობილურ ფოტოგრაფიაში. მას აქვს საუკეთესო გადაღების შესაძლებლობა სრულ სიბნელეშიც და ამასთან ერთად, ინდუსტრიაში წამყვანი, ზუმის საუკეთესო შესაძლებლობები. აღნიშნული მოწყობილობა DxOMark-ის ისტორიაში უმაღლესი, 112 ქულით შეფასდა. მსგავსი წარმატება ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია HUAWEI -ს მიერ ჩადებული ძალისხმევა პროექტირების დროს, განსაკუთრებით მობილური ფოტოგრაფიის მიმართულებით.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად