“ჰუალინგ ჯგუფს” საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოჰყავს

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჰუალინგ ჯგუფს" საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოჰყავს.

კომპანია რეისების შესრულებას "ბოინგ 737" ტიპის ორი ბორტის მეშვეობით გეგმავს, რომელსაც მოგვიანებით "ბოინგ 777" ტიპის თვითმფრინავიც დაემატება.

"ჰუალინგ ჯგუფის" ავიაკომპანიის ბაზას საქართველოში ადგილობრივი თანამშრომლები ეყოლება და საქართველოდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს, სამომავლოდ, აშშ-ში პირდაპირი ფრენებიც დაემატება, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...