HSBC-ის შვეიცარიულ ფილიალში ფულს ქართველი პოლიტიკოსებიც ათეთრებდნენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ყოფილი პოლიტიკოსების ანგარიშები ცალკეა მოხსენიებული. იმ ქვეყნების სიაში, რომელთა ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსებმა ბანკის ამ ფილიალში ფული გაათეთრეს, საქართველოცაა. 

კონსორციუმის მტკიცებით მდიდარი კლიენტები, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, საეჭვო წარმომავლობის ფულს სწორედ აქ ინახავდნენ. მათ შორის იყვენენ ცნობილი ფეხბურთელები, ჩოგბურთელები, როკ – ვარსკვლავები, ჰოლივუდის მსახიობები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაღალი დონის მენეჯერები, იარაღით მოვაჭრეები, ე.წ. „სისხლიანი ალმასების“ მომპოვებლების და ტერორიზმის დამფინანსებლები. 

2007 წლის მონაცემებით ანგარიშებზე საერთო ჯამში 75 მილიარდი ევო იდო, რომელიც 200 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ 100 000 კლიენტს ეკუთვნოდა. მათ შორის იყვნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბიძაშვილი, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ხოსნი მუბარაქის და ჩინეთის ყოფილი პრემიერის ლი პენის ნათესავები… მაკომპრომეტირებელი მასალები ფრანგულ პოლიციას HSBC – ის ყოფილი თანამშრომლის, ერვე ფილჩანის დახმარებით ჩაუვარდა. მასალები არაკეთილსინდისიერი კლიენტების შესახებ იმ ქვეყნების შესაბამის ორგანოებსაც დაეგზავნათ, რომლის მოქალქეებიც კლიენტები იყვნენ. 

მასალები დააგზავნეს როგორც ფრანგმა სამართალდამცველებმა, ისე ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა. ამ მასალებზე 2012 წელს კვლევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც ჩაატარა, რის შემდეგაც გამოირკვა, რომ ბანკიდან ტრანზაქციები ისეთ აზიის იმ ბანკებშიც ირიცხებოდა, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი.

HSBC – მა შეცდომები აღიარა და განაცხადა, რომ საეჭვო კლიენტებს ის უკვე დაემშვიდობა. მათი თქმით მათ ახალი სტადანრტები შეიმუშავეს და ფულის გათეთრების სპეციალისტები დაიქირავეს. ამ ღონისძიებების შედეგად ბანკს კლიენტების ბაზა 70 პროცენტით შეუმცირდა. გამოძიებას 45 ქვეყნის 140 ჟურნალისტი აწარმოებდა.

Banking Giant HSBC Sheltered Murky Cash Linked to Dictators and Arms Dealers

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად